კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არ შეუძლია თუ არ უნდა?!

3 ივნისი, 2011

არასრულყოფილი გამოძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ სათაურით - „არ შეუძლია, თუ არ უნდა?!“ ანგარიში ეხება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ომის დანაშაულებების გამოძიების პროცესის მსვლელობას საქართველოში.

„ჩვენი საბოლოო შთაბეჭდილებით, საქართველოს ხელისუფლებას, ნაწილობრივ, არც უნარი აქვს და არც სურვილი, აწარმოოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო სამართლის დანაშაულებების ეფექტური გამოძიება“, - ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მონიტორინგის ანგარიშში.

2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების დოკუმენტირებისა და ანგარიშის მომზადების დროს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობდა მრავალ ქართულ და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციასთან. ამ ანგარიშის მომზადებაში კი სამმა ქართულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ შეიტანა თავისი წვლილი  - კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა. თუმცა, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მუშაობდა ფაქტების ანალიზზე და დასკვნების მომზადებაზე.

ამ ანგარიშისთვის მასალები მკვლევარებმა  2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეაგროვეს; ისინი არიან: ნინო დოლიაშივლი, დათო ჯიოშვილი, ნელი ქარელი, ნინო ქურასბედიანი, ქერი სარაჯი (კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან); ნინო ჯომარიძე (საია), შორენა ლათათია, ნიკა ლეგაშვილი, გიორგი მარგიანი, საბა წიწიკაშვილი (ადამიანის უფლებათა ცენტრი); ოგე ბორჩგრევინკი და სიმონ პაპუაშვილი (ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი).

ანგარიში მოამზადა ოგე ბორჩგრევინკმა და სიმონ პაპუაშვილმა;

რედაქტირება: ოგე ბორჩგრევნიკი და გუნარ მ. ეკელოვე-სლიდალი (ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი)

ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა 23 მაისს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. პრეზენტაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილიც დაესწრო.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ანგარიში ქართულ ენაზე თარგმნა. Humanrights.ge  გთავაზობთ მის სრულ ვერსიას.

ახალი ამბები