კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა თორდია: „ჟურნალისტებს, რომელთაც 26 მაისის მოვლენებისას აპარატურები წაართვეს, ზარალი აუნაზღაურდებათ“

3 ივნისი, 2011

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას მტკიცებით, შესაბამისი პროცედურების გავლის შემთხვევაში, ჟურნალისტებს, რომელთაც 26 მაისის აქციის დაშლისას აპარატურები წაართვეს, ზარალი აუნაზღაურდებათ.
 
როგორც ჟურნალისტებს ლაშა თორდიამ განუცხადა, მოთხოვნის და დანაკარგის დადასტურების შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურება მოხდება. მისი თქმით, აუცილებელია დადგინდეს, მართლა დაკარგულია თუ არა აპარატურა, რაც შესაბამის პროცედურას მოითხოვს.

„ასე ხდება ყველა ქვეყანაში, უნდა დადგინდეს, რომ მას აპარატურა ნამდვილად ჰქონდა, იყო თუ არა ესა თუ ის ჟურნალისტი ნამდვილად აქციაზე და ა.შ.“ – განაცხადა თორდიამ.

„ყოველ კონკრეტულ შემთხევვას უნდა გამოძიება“, – განაცხადა თორდიამ და დასძინა, რომ ამ პროცედურებისთვის ჟურნალისტებმა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს უნდა მიმართონ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები