კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კუდ-მა ტერორისტული აქტის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავა

6 ივნისი, 2011

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერორისტული აქტის განხორციელების მორიგი მცდელობა აღკვეთეს, - ამის შესახებ შსს იუწყება.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა სამეგრელოს რეგიონში დააკავეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში მცხოვრები აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია. დაკავებულებს თან ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პოლიციამ ამოიღო და გააუვნებელყო წყლის ჭავლის სპეციალური დანადგარით.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირების ჩვენებით ირკვევა, რომ მათ ტერორისტული აქტის განხორციელება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა დაუკვეთეს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აგრძელებს ძიებას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დადგენის მიზნით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები