კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა „თავისუფლების ქარტია“ დაამტკიცა

6 ივნისი, 2011

პარლამენტმა „თავისუფლების ქარტია“ მესამე მოსმენით დაამტკიცა. „თავისუფლების ქარტია“ „ლუსტრაციის შესახებ“ კანონსა და ე.წ. „პატრიოტის აქტს“ აერთიანებს და გულისხმობს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს.

კანონი არეგულირებს ტერორიზმის დაფინანსების მიზნით ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს; ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღრიცხვისა და რეესტრის წარმოების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას; კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და სხვა ინიციატივებს.

გარდა ამისა, საქართველოში საბჭოთა-ბოლშევიკური და ფაშისტური სიმბოლიკები აიკრძალება და დასახლებულ პუნქტებს, რომელთაც ჯერ კიდევ საბჭოთა დასახელებები აქვთ შემორჩენილი, სახელები შეეცვლება.

„თავისუფლების ქარტიის“ კანონის გამოქვეყნების შემდეგ შსს-ში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომიტეტების წევრების საქმეებს შეისწავლის.

როგორც პროექტის ავტორი, დეპუტატი გია თორთლაძე განმარტავს, კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომიტეტების წევრების 100 ათასამდე საქმე უკვე დევს თაროზე, რომლის განხილვასაც სპეციალური კომისია დაიწყებს, რომელიც შსს-ს ბაზაზე შეიქმნება, მაგრამ მასში პარლამენტში მოქმედი ყველა ფრაქციის წარმომადგენელი შევა. ამ კომისიამ დადგენილი წესით უნდა შეაგროვოს მონაცემები და აწარმოოს შესაბამისი რეესტრი იმ პირთა შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან ან რომელთა მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე გია თორთლაძე იყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები