კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხალხი სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ

7 ივნისი, 2011

ბათუმში გორგასლის ქ. №156/158-ში მცხოვრები მოქალაქეები სამშენებლო კომპანია „სასკოსგან“ ოთხი წლის წინ აღებული ვალდებულების შესრულებას ითხოვენ. აღნიშნული ვალდებულება კი, მათთვის ასაშენებელი საცხოვრებელი კორპუსის ჩაბარებაა. 4 ივნისს მოსახლეობამ ამ ტერიტორიაზე აქცია გამართა.

მოქალაქეების თქმით, კომპანია „სასკოს“, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებელი ფართი 17 ოჯახისთვის 2010 წლის ოქტომბერში უნდა გადაეცა. პირობა კი დღემდე შეუსრულებელია. მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

კომპანიის ამხანაგობის თავმჯდომარემ humanrights.ge-სთან სატელეფონო საუბარში მშენებლობის დაწყების ზუსტი ვადა ვერ დაასახელა.

თემურ კახიძე, სამშენებლო კომპანია „სასკოს“ ამხანაგობის თავმჯდომარე: „ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არა მაქვს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ თანხებს მიიღებენ ბანკიდან და რაღაც ეშველება ამ პროგრამას, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია“. 

როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, კუთვნილი ფართის მიღებამდე მათი ნაწილი საკუთარი ხარჯებით ქირით, რამდენიმე ოჯახი კი დროებით ნათესავთან ცხოვრობს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები