კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

60-მდე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება - არც შსს და არც ჯანდაცვის სამინისტრო მათ შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს

7 ივნისი, 2011

„ინტერპრესნიუსის“ პრესის მიმოხილვიდან

„26 მაისის დარბევის შემდეგ 12 დღე გავიდა, რამდენიმე ათეული ადამიანი კი ისევ დაკარგულად ითვლება. არასამთავრობო ორგანიზაციები შს სამინისტროსგან ითხოვენ, მათ სიაში არსებული ხალხის ბედით დაინტერესდეს და გაავრცელოს ცნობები, სად არიან ისინი.“, - აცხადებს „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თავმჯდომარე ეკა ბესელია გაზეთ „რეზონანსის“ სტატიაში სათაურით: „60-მდე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება“.

„თუ შსს-ს იმ ოპერაციის შედეგად მეტი მსხვერპლი და გარდაცვლილი არ ჰყავს, ვიდრე დღეს ვიცით, მათ ინტერესში უნდა შედიოდეს ყველა ინფორმაციის სრულად გადამოწმება და საბოლოო რეალური სურათის დადება. ჩვენ გადამოწმების მექანიზმები არ გვაქვს. ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ. ამ გაურკვევლობის გამო ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლოა, საქმე დანაშაულის დაფარვასთან გვქონდეს“, - აცხადებს ეკა ბესელია.
 
„ასეთ შემთხვევაში, ადგილი ექნება ისეთი მანიპულაციების მცდელობას, როგორც ეს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის შემთხვევაში მოხდა. შესაძლოა, გავიდეს დღეები და ვიღაც ისევ ვნახოთ გარდაცვლილი სახურავზე ან მტკვარში. კვალის დაფარვის მიზეზი ყოველთვის ისაა, რომ რთული იყოს დადგენა, რა ვითარებაში და როგორ მოხდა ადამიანის გარდაცვალება. ხანგრძლივი პერიოდის გავლის შემდეგ გარდაცვალების ხანდაზმულობის ასაკის დადგენა რთულდება. თანაც, თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ უფრო მეტი მომაკვდავი ადამიანი ნახეს, ვიდრე დღევანდელი ოთხი გარდაცვლილი, მაგრამ ეს ცნობები გადაუმოწმებელია. თუმცა, საზოგადოებაში ეჭვები არსებობს და ამას პასუხი უნდა გაეცეს", - აცხადებს ეკა ბესელია და დასძენს, რომ ერთი კვირის წინ ოფიციალურად შეიტანა შს სამინისტროში დაკარგულთა 49-კაციანი სია.

ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ მიერ გამოქვეყნებული საბოლოო სია ასეთია: ვასილ ბარაძე, ლაშა ჩიკვაიძე, მიშიკო კერვალიძე, ზურაბ ლოლუა, რუსლან ნაზრიანი, კახა მოლაშხია, ბაჩუკი გულბანი, რომან ნასყიდაშვილი, გიორგი ბაკურიძე, გუჯა ბიჭაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, თამარ ჯობავა, რეზო ხოფერია, ლაშა ბოჟორაძე, დავით კალთელიშვილი, გელა ქარქაშაძე, ალეკო ცინცაძე, სოსო ძირკველაშვილი, მარინა აფრიამაშვილი, ვატო ნაცვლიშვილი, კახა ხიმშიაშვილი, იაშა ზოსიძე, კარლო ან აჩიკო დუმბაძე, თემურ წერეთელი, ნუგზარ უგველაძე, მიხეილ ბარიძე, გელა გვიანაძე, დავით კუპატაძე, აიდმირ ლაგვილავა, თამაზ როსებაშვილი, დავით აზარაშვილი, მაჩალაძე (სახელი უცნობია), გია გურგენიძე, ზურა ხეცურიანი, ზურაბ ბიბილაია, თამაზ ტვირთიშვილი, ემზარ ქვარიანი, ენვერ ანდღულაძე, ირაკლი გარსევანიშვილი, ზაქარია ხურციძე, ვაგიპ ალიევი, ბექა ბენდიაშვილი, ვაჟა ჯამაგიძე, კოტე კუჭავა, დავით ლორია, ნოდარ ცინცაძე, დავით ტარიელიძე, ლაშა ბოჭოიძე.

ბესელიას თქმით, პირები, რომელთა ახლობლები დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ იპოვეს დაკარგული ახლობლები სულ 13-ია. ესენია: გია ნაცვლიშვილი, გიორგი როგავა, ლაშა კეკელიძე, მამუკა სიგუა, დავით ქინქლაძე, ედემი კანკია, ვილჰელმ მახარაძე, მამუკა გრძელიძე, ნანა ქურდოვანიძე, მამუკა ნემსიწვერიძე, უჩა ძიძიკაშვილი, იური კვარაცხელია და მირზა კოჩაძე.

„რეზონანსს“ 26 მაისს დაკარგულთა სია ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამაც“ მიაწოდა. მათ მიერ დაკარგულად მიიჩნევა 47 ადამიანი. ეკა ბესელიას სიისგან განსხვავებით, ამ სიაში რამდენიმე განსხვავებული სახელი და გვარია: ბესო გაბისონია, ბაჩო გვარაია, ირაკლი გძელივანაშვილი, ილია კერესელიძე, გელა მგელაძე, ნაჭყებია (სახელი უცნობია), ავთო რიჟამაძე, ბესიკ სამსონაშვილი, გიორგი ცხვარიაშვილი, ვალერი ხეჩიაშვილი.

„დემოკრატიული მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ყოველდღიურად მიმდინარეობს სიების შეჯერება, მაგრამ 100%-იანი არც ეს არის, რადგან ეს ხალხი შეიძლება უკვე გამოჩნდა ოჯახებში, მაგრამ ეშინიათ, ერიდებიან გამოსვლას და არ ახმაურებენ. ყოლბაია არ გამორიცხავს, რომ სიაში არსებული ადამიანების ნაწილი საავადმყოფოებშიც იყოს.

„ჯანდაცვის სამინისტროს დაშავებულთა შესახებ საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. არც შსს ამბობს რამეს დაპატიმრებულთა ახალი მონაცემების გამოქვეყნებასა თუ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე. ერთადერთი, რაც განაცხადეს ისაა, რომ შსს 26 მაისთან დაკავშირებით არც ერთ მოქალაქეს დაკარგულად არ განიხილავს. ბესელია კი აცხადებს, რომ ერთი კვირაა, რაც მისმა ორგანიზაციამ დაკარგულთა სია შს სამინისტროს კანცელარიას ჩააბარა, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება არ ჩანს“, - დასძენს გაზეთ „რეზონანსის“ სტატიის ავტორი.

„რამდენიმე ადამიანმა დარეკა, რომ ოჯახის წევრებმა ისინი დაკავებულთა შორის იპოვეს. სხვათა შორის, ამ ადამიანთა გვარები არც შსს-სა და არც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ დაკავებულთა სიაში არ ეწერა. ოჯახის წევრები კი მაინც ეძებდნენ იზოლატორებში და ვერ პოულობდნენ, რადგან დაპატიმრებულებს ხშირად უცვლიდნენ ადგილს და სხვადასხვა ქალაქებში გადაჰყავდათ - გორში, ქუთაისში და ა.შ., თან ისე, რომ არავინ ატყობინებდა ოჯახს. ეს კანონის დარღვევაა, კოდექსში წერია, რომ პირის დაკავების შემთხვევაში ეს ფაქტი ოჯახს ან ახლობელს უნდა შეატყობინო. რამდენიმე ადამიანი დამალული იყო იმ დღეებში და გვიან გამოჩნდა. გამოაქვეყნონ რეალურად დაკავებულთა ზუსტი რიცხვი და ეცოდინება საზოგადოებას, დაკარგული არიან თუ დაკავებული ეს პირები, მაგრამ დაკავებულთა სიას არ აქვეყნებენ, რადგან მათი რაოდენობა ყოველდღე მატულობს და თან არ უნდათ, საზოგადოებამ შეიტყოს, რამდენი ადამიანი გამოკეტეს იზოლატორებში“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.

ახალი ამბები