კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მედიაპალიტრის“ არაგეგმურმა შემოწმებამ მედიასახლის მუშაობა შეაფერხა

8 ივნისი, 2011

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 7 მაისს „მედიაპალიტრის“ ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში დაუგეგმავ შემოწმებას მედიასახლის მუშაობაში მცირე შეფერხებები მოჰყვა.

როგორც მედიასახლ „პალიტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიკა დარჩიამ განაცხადა, შეფერხებები იყო გაზეთების დისტრიბუციასთან დაკავშირებით.

„გუშინ განვითარებულ მოვლენებს მცირე შეფერხებები მოჰყვა. სტამბიდან გაზეთების გატანა  ცოტა გვიან მოხდა. გავრცელების სამსახურები ამას ძალიან გაგებით მოეკიდნენ. დაელოდნენ ჩვენ  გაზეთებს. ცოტა გვიან მიიღო ჩვენმა მკითხველმა ის გაზეთები, რომელიც დღეს ჩვენი მედიასახლიდან გამოდის. როგორც ვიცი, ამ დროისთვის, დალუქულ პოლიგრაფიულ საწყობებსაც აღებენ“, - განაცხადა მარიკა დარჩიამ.

მისივე თქმით, ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ ერთდროულად ექვსი აბსოლუტურად განსხვავებული და დამოუკიდებელ ორგანიზაციაში შემოწმება ერთდროულად დაიგეგმა.

„ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დიდ შეფერხებებს არ გამოიწვევს. როდესაც ერთდროულად ექვს, აბსოლუტურად განსხვავებული და დამოუკიდებელ, ორგანიზაციაში ერთად იგეგმება შემოწმება, ეს ეჭვის საფუძველს აჩენს. მედიასამსახურებს ეს შემოწმება არ შეხებია, მაგრამ, როდესაც შედიხარ და დიდი კორპორაციის ქოლგის ქვეშ მყოფ ექვს სხვადასხვა ორგანიზაციას ერთდროულად ამოწმებ, რა თქმა უნდა, ეჭვის საფუძველი არის“, - განაცხადა მარიკა დარჩიამ.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა „მედიაპალიტრის“ ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება გუშინ ერთდროულად დაიწყო, დაილუქა რამდენიმე ობიექტი, ზოგიერთ მათგანზე ამ დროისთვის ლუქი დროებით მოხსნილია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები