კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა ჩხარტიშვილმა შიმშილობა დაიწყო

8 ივნისი, 2011

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაიწყო.

ამის შესახებ ორთაჭალაში, შსს-ს ყოფილ შენობასთან გამართულ პრესკონფერენციაზე „ხალხის პარტიის“ წევრმა ალეკო შალამბერიძემ განაცხადა.

შალამბერიძემ ჩხარტიშვილის განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, ჩხარტიშვილი მოითხოვს: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აღიაროს 26 მაისს გაუჩინარებული პირები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად და გამოაცხადოს მათზე ძებნა შსს-ში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი სიების მიხედვით; დამოუკიდებელი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური ორგანიზაციების იურისტებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების სავალდებულო ჩართულობით შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 26 მაისის დარბევა-ანგარიშსწორებისას ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

პრესკონფერენციაზე იმყოფებოდნენ ლტოლვილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელმაც ლაშა ჩხარტიშვილის ამ მოთხოვნებს სამართლიანი უწოდა და განაცხადა, რომ 26 მაისის სისხლიან ოპერაციასთან და ადამიანის მკვლელობებთან, ასევე მათ სასტიკ ცემასთან დაკავშირებით მართლაც უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც ობიექტურად გამოიძიებს აღნიშნულ მოვლენებს.

ზაზა ხატიაშვილმა ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება გააპროტესტა და განაცხადა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი დიქტატურის მსხვერპლია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები