კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა დაჯდა 7 ათასი ეკვადორული ვარდი

10 ივნისი, 2011

ლიკა კერატიშვილი, გაზეთი „ყველა სიახლე“

ლეგენდასავით დადის ამბავი დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სიყვარულზე: დუქანი გაყიდა, მილიონი ალისფერი ვარდი ფეხქვეშ რომ დაეფინა ფრანგი მოცეკვავე მარგარიტასთვის, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდაო. ასე იყო თუ არა, არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში „ფიროსმანის მილიონი ვარდი“ დღემდე ლამაზ ამბად რჩება...

7 ათასმა ალისფერმა ვარდმა, რომლებითაც 4 ივნისს რენი ჰარლინის ფილმის, „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერაზე ჩამობრძანებული სტუმრებისთვის დარბაზი მორთეს, ფიროსმანის მილიონი ვარდი გამახსენა...

როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში კიდევ არიან რომანტიკოსები (ან იქნებ თვითონ ხელისუფლება გვყავს რომანტიზმით სავსე?!), რომლებმაც უცხოელი მომხიბლავი მსახიობის, შერონ სტოუნის პატივსაცემად ვარდები მშობლიური ბაღებიდან და ეკბატანადან კი არა, ეკვადორიდან ჩამოიტანეს.

სხვადასხვა ინტერნეტგვერდზე ვნახეთ, რომ თითო ახალმოკრეფილი ალისფერი ვარდი დაახლოებით 40 დოლარი ღირს. ვცადეთ დავკავშირებოდით შერონ სტოუნის თბილისში ვიზიტის ორგანიზატორს, სააქციო საზოგადოება "მადნეულის" ყოფილ გენერალურ დირექტორს და ამჟამად პარლამენტარს, ბატონ კობა ნაყოფიას, მაგრამ რადგან თბილისში არ იმყოფება, ვერც ის დავადგინეთ, რა დაუჯდა ჩვენს ქვეყანას ვარსკვლავის ჩამობრძანება და ვერც ის, რამდენი დაიხარჯა 7 ათასი ალისფერი ვარდისთვის. თუმცა მარტივი არითმეტიკული გამოთვლით, ეკვადორიდან 7 ათასი ვარდის ჩამოტანა დაახლოებით 280 ათასი დოლარი დაჯდა.

ვარდების გარდა იყო პომპეზური საქველმოქმედო ვახშამი, რომელიც 26 მაისს ნაცემმა და შეურაცხყოფილმა საზოგადოებამ სახელმწიფო ტელევიზიების ყველა საინფორმაციო გამოშვებაში მრავალჯერ იხილა...

P.S. არაოფიციალური ინფორმაციით, ჰოლივუდელ ვარსკვლავთან შეხვედრა და გამასპინძლება ქვეყანას 5 მილიონი ლარი დაუჯდა. რუსთაველის თეატრში გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსულმა თანხამ 1.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა 2008 წლის შემდეგ დევნილებად ქცეულ ადამიანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს გაეგზავნებათ.

წყარო

ახალი ამბები