კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„აქ ჩამოსვლას არ გირჩევთ, თორემ ნახავთ, როგორ პასუხს გაგცემთ მაგ შანტაჟზე“

13 ივნისი, 2011

კახეთის საინფორმაციო ცენტრი დედოფლისწყაროს საკრებულოს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს ტრისტან ქურხულიშვილს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს მოაწოდეს ინფორმაცია, რომ ტრისტან ქურხულიშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გასული წლიდან ხელმძღვანელობს, საკუთრების მოწმობებს რიგ შემთხვევებში დარღვევებით, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გასცემს.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტის გადამოწმებას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ტრისტან ქურხულიშვილთან შეეცადა და ჰკითხა - „ნამდვილად გაეცით თუ არა თქვენს ნათესავებზე საკუთრების მოწმობები?“ ქურხულიშვილმა საპასუხოდ განაცხადა: „ნუ მაშანტაჟებთ. მე თქვენი არ მეშინია. აქ ჩამოსვლას არ გირჩევთ, თორემ ნახავთ, როგორ პასუხს გაგცემთ მაგ შანტაჟზე“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კახეთში, საჯარო მოხელეები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების შემთხვევაში ღიად ემუქრებიან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები