კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი კანაშვილი 26 მაისს აქციის დაშლის შემდეგ აღარ უნახავთ

13 ივნისი, 2011

გურჯაანში მცხოვრები 27 წლის გიორგი კანაშვილი ოჯახის წევრებს, 26 მაისს, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ აღარ უნახავთ.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგის ბებიამ და პაპამ განუცხადეს, მათი შვილიშვილი სახლიდან 19 მაისს გავიდა და თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

გიორგის მეზობლების თქმით, 26 მაისს, აქციის დარბევის შემდეგ, მას ვეღარ უკავშირდებიან და არც თვითონ გამოსულა კონტაქტზე. გიორგი კანაშვილის ოჯახის წევრები და მეზობლები ვარაუდობენ, რომ ის აქციის დარბევის შემდეგ გაუჩინარდა, თუმცა ამის თაობაზე პოლიციაში არ განუცხადებიათ. ბებია და პაპა ავადმყოფობენ და საწოლს არიან მიჯაჭვულები.

გიორგი კანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში დაკავებულებს შორის ნახსენები არ არის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები