კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„წინააღმდეგობის მოძრაობის“ საპროტესტო აქცია ბრიუსელში

13 ივნისი, 2011

11 ივნისს „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ ბრიუსელში, შუმანის მოედანზე, 26 მაისს საქართველოში განვითარებული მოვლენები გააპროტესტა.

აქციის მონაწილეებმა საგანგებო პეტიცია გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ყველა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით, 2011 წლის 26 მაისს სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები და ჩაიდინა დანაშაული.

პეტიციაში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია დასავლეთის მხარდაჭერა, რათა ჩატარდეს კომპეტენტური გამოძიება და დაისაჯონ კონკრეტული დამნაშავეები.
 
„ჩვენ მივმართეთ ევროსტურქტურების პირველ პირებს, რათა გაააქტიურონ ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, სადაც ყოველდღე ირღვევა ადამიანის უფლებები, ციხეები სავსეა პოლიტიკური და უკანონო პატიმრებით; აზრის გამოხატვა ნიშნავს რუსეთის, ან იაპონიის აგენტობას და ა.შ. ეს არის ნეობოლშევიზმი, რომელსაც ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ შევთავაზეთ ევროსტრუქტურებს, შეიქმნას ევროკომისია, ისეთი ტიპის, როგორიც იყო ტალიავინის კომისია და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გამოიძიონ, თუ რა მოხდა საქართველოში 26 მაისს“, - აცხადებს წინააღმდეგობის მოძრაობის ომბუდსმენი პოლიტიკური ემიგრაციის საკითხებში მერაბ ბლადაძე.

Humanrights.ge

ახალი ამბები