01:25, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საიას შეფასებით, მელორ ვაჩნაძის საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა

14.06.2011
მოძრაობა „7 ნოემბრის“ აქტივისტის, მელორ ვაჩნაძის საქმე ერთ-ერთია სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საქმეებიდან, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა.

საია-ს დასკვნით, მელორ ვაჩნაძის საქმეში სასამართლოს მიერ ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა დანაშაულად. წარდგენილი მტკიცებულებები არ შეფასდა სათანადოდ, ანუ დაირღვა სასამართლოს როგორც მატერიალური, ისე საპროცესო კანონი.

საია-ს ანალიზით, ცალსახად არ ჩანს, ვაჩნაძისათვის ბრალად შერაცხული ქმედება წარმოადგენს დანაშაულს თუ სამოქალაქო დავის საგანია. გარდა ამისა საია-ს დასკვნით, ვაჩნაძის საქმეში მტკიცებულებები სასამართლომ სათანადოდ, არ შეაფასა.

„მოწმის სახით დაკითხულთაგან აბსოლუტურად არც ერთმა დაზარალებულ გზირიშვილის მიერ ვაჩნაძისათვის თანხის პირველ ეტაპზე გადაცემის ფაქტი არ დაადასტურა. ეს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაშია მითითებული, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლოზე მისი გარდაცვალების გამო. სხვა მოწმეები არიან ირიბი მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათთვის ეს ფაქტი ცნობილი გახდა გადმოცემით და უშუალოდ თანხის გადაცემა არ უნახავთ. რაც შეეხება დაზარალებულის მეუღლეს, ის აცხადებს, რომ მან დაინახა როგორ გადასცა თანხა გზირიშვილმა ვაჩნაძეს. თუმცა, ეს ჩვენება ვერ იქნება უტყუარი იქედან გამომდინარე, რომ როგორც თავადვე აცხადებს, გზირიშვილი და ვაჩნაძე ჩასხდნენ მანქანაში, მიიხურეს კარი და გზირიშვილმა ვაჩნაძეს კონვერტიდან ამოღებული თანხა გადასცა. შესაბამისად დაზარალებულის მეუღლე ვერ დაინახავდა თანხის რაოდენობას, ვინაიდან თავად არ იმყოფებოდა მანქანაში. აქედან გამომდინარე განაჩენი რეალურად ეყრდნობა სხდომაზე გამოქვეყნებულ ჩვენებას, რაც იკრძალება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481 ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად“,-ნათქვამია საია-ს სამართლებრივ ანალიზში.

ამავე დასკვნის მიხედვით, დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.

მელორ ვაჩნაძეს მსჯავრი თაღლითობაში დაედო და სასჯელად 4-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC