კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რობერტ სტურუა: „პოლიტკორექტულობის გათვალისწინებით, შენ სიმართლეს არ ამბობ-ხოლმე“

14 ივნისი, 2011

„პოლიტკორექტულობაში არის რაღაც დადებითი, მაგრამ მასში დევს ძალიან დიდი უარყოფითი მომენტი, ანუ პოლიტკორექტულობის გათვალისწინებით, შენ სიმართლეს არ ამბობ-ხოლმე“, - ეს განცხადება რეჟისორმა რობერტ სტურუამ გუშინ რუსთაველის თეატრში გააკეთა.

რობერტ სტურუას შემოქმედებითი საღამო თაყვანისმცემლებმა, თეატრთმცოდნეებმა, კრიტიკოსებმა, სტუდენტებმა და მსახობებმა ექსპერიმენტულ სცენაზე გუშინ მოუწყვეს. სხვადასხვა დროს დადგმულ სპექტაკლებთან ერთად, რეჟისორმა მის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებზეც ისაუბრა, რომლებმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვიეს. მისი თქმით, პოლიტკორექტულობას, ხშირად სჯობს სიმართლე ითქვას.

„თუ რაღაც ჭირს კაცობრიობას და არ დავასახელეთ ეს დაავადება, ბუნებრივია, მისგან ვერც განვიკურნებით. რატომ გვიკვირს, რომ ადამიანები ვერ იტანენ სხვა ერის წარმომადგენლებს. ბუნებაში დევს რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ უნდა შევებრძოლოთ, დამალვით მხოლოდ ვითვალთმაქცებთ. წარმოიდგინეთ, ახლა რომ გითხრათ, თუ როგორ მიყვარს ზანგები. ხომ შეიძლება ისინი სულაც არ მიყვარდეს, იმიტომ კი არა, რომ ზანგები არიან, იმიტომ, რომ ოდნავ უკან დგანან ჩემზე, კულტურის მხრივ“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ.

მისივე თქმით, მართლაც არ სურს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს სხვა ერის წარმომადგენელი.

„სულ არ მინდა, საქართველოს პრეზიდენტი იყოს ამერიკელი. გამოგვიგზავნიან ვინმე ლუზერს და თვალებში უნდა ვუყურო. არც იტალიელი მინდა. აი, გერმანელებზე რომ მიდგება ხოლმე საქმე, შეიძლება შევჩერდე. სულ ცოტა ხნის წინ ტელეფონით გამომიგზავნა წერილი სომეხმა მეგობარმა და აი, რას წერს: "რობიკ, ეგ შენი აზრია, რაც თქვი, ჩვენ კი შენს მხარეზე ვართ". თქვენ რომ წაიკითხოთ, რას წერენ უკრაინელებზე რუსები, საერთოდ გადაირევით. მე რომ უკრაინელი ვიყო, საერთოდ ამ წუთშივე შევიძულებდი რუს ერს. ქართველები კი უფრო ლოიალურები ვართ“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ საღამოზე.

რობერტ სტურუამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის სომეხი და მას არ სურს, რომ ასეთი პირი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. რეჟისორის ამ განცხადებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დისკუსია გაიმართა როგორც საგაზეთო ფურცლებზე, ისე - სოციალურ ქსელებში.

ვიდეო

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები