კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პატიმრები ვერ იბანენ, ვერ იპარსავენ წვერს, ვერ იჭრიან ფრჩხილებს, არ აქვთ სავარცხელი“

14 ივნისი, 2011

ამ დროისთვის კახეთის იზოლატორებში 32 პატიმარი რჩება, რომლებიც 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ არიან დაკავებულები. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა განუცხადა, პატიმრები ვერ იცავენ პირად ჰიგიენას.

„18 პატიმარია თელავის იზოლატორში, 5 - სიღნაღში და 9 - ყვარელში. უმეტესობას 30 დღის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრები ვერ იბანენ, ხან წყლის და ხან პირსახოცის არ ქონის მიზეზით. ვერ იპარსავენ წვერს და ვერ იჭრიან ფრჩხილებს. არც სავარცხელი აქვთ. ყველაზე მძიმე სიტუაცია თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია, სადაც 2 დიაბეტიანი პატიმარია მოთავსებული. ერთ-ერთ მათგანს დღის განმავლობაში ორჯერ სჭირდება ინსულინი და სპეციალური კვება, რომლის საშუალებაც იზოლატორში არ არის. ამ პატიმრების გასინჯვის მიზნით ორჯერ მოვითხოვეთ იზოლატორში ენდოკრინოლოგის შესვლა, მაგრამ უშედეგოდ. მე ძალიან მაფიქრებს ამ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები