03:41, Wednesday, 26.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პავლე კუბლაშვილი - ცვლილებების მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონში ავსახოთ.

16.06.2011
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში მათ მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის ძირითადი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვა.

როგორც პავლე კუბლაშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიიჩნია, რომ არის შენობები სადაც ლეგიტიმურია შეზღუდვა, რომელიც 20 მეტრიან რადიუსს უკავშირდება და არის შენობები, სადაც ასეთი შეზღუდვა ვერ დაწესდება. კუბლაშვილის თქმით, ეს ნორმა აისახება კანონში და ზუსტდება ამ საკითხთან დაკავშირებით ფორმულირება.

„საკონსტიტუციო სასამართლო პირდაპირ მსჯელობს, რომ სასამართლოებთან ასეთი შეზღუდვა ლოგიკურია და ლეგიტიმურია. ის ჩამონათვალი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დააფიქსირა, ჩვენ ავსახეთ პროექტში. ეს ცვლილებები არანაირად არ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პირიქით შესაბამისობაში მოგვყავს“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

გარდა ამისა, კუბლაშვილის თქმით, ცვლილებების მიზანია, უფრო ნათელი გახადონ ცალკეული ნორმები, რომელიც შეეხება მანიფესტაციისა და შეკრების უფლებას. ამ მიზნით კანონში აისახება, რომ მოქალაქეების არმქონე პირებს აქვთ უფლება იყვნენ აქციის ორგანიზატორები, როგორც ეს მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ. დარჩება შეზღუდვა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ შეიძლება იყვნენ შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორები იყვნენ.

პავლე კუბლაშვილის თქმით, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კანონში მომზადებული დაზუსტებებისა, სხვა სიახლეებიც შედის „მანიფესტაციების შესახებ“ კანონში. კუბლაშვილის თქმით, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების პარალელურად, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული იმ პირთა უფლებები, რომლებიც ცხოვრობენ და/ან ეწევიან საქმიანობას შეკრებისა და მანიფესტაციების ადგილზე.

პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი შევიდა, რომლის მიხედვითაც, მანიფესტაციების ჩატარების პროცედურები მკაცრდება და ახალი შეზღუდვები წესდება.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC