კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წესებზე ჩივიან

16 ივნისი, 2011

კვარიათისა და გონიოს საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ პრობლემები აქვთ. კომპანია მათ კომერციული მრიცხველების დამონტაჟებას სთხოვს, რაც საკმაო თანხებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული პრობლემის წინაშე დაახლოებით 30-მდე ოჯახია.

ჟუჟუნა კაკაბაძე, ერთ-ერთია, ვისაც კვარიათში საოჯახო ბიზნესი აქვს. მან დამსვენებლებისთვის კომფორტის შესაქმნელად სამფაზიანი მრიცხველი დაამონტაჟა. თუმცა, ერთი თვის წინ, ეს მრიცხველი გაუუქმეს და ინდივიდუალური დაუმონტაჟეს.

„ძალიან დიდი პრობლემაა ეს ჩვენთვის. მრიცხველების თაობაზე დღეს კი არ უნდა ეთქვათ, არამედ ცოტათი ადრე. 6 კილოვატზე მეტს თუ იყენებთ, ამას ჩვენ გვიჩვენებს და ჯარიმა გექნებათო“, - ამბობს ჟუჟუნა კაკაბაძე.

გულნაზ სამნიძემ კი, დამსვენებლების მისაღებად ელექტროენერგიის ე. წ. 30-კილოვატიანი პაკეტი შეისყიდა და ამისთვის 2 100 ლარი გადაიხადა: „წინასწარ გვახდევინებენ ამ თანხას. შემდეგ გაჰყავთ კაბელები. კაბელებისა და ელექტრიკების მომსახურებაც ჩვენ უნდა გადავიხადოთ და თანხა საკმაოდ დაგვიჯდება“.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი სურმავას თქმით, აბონენტებს რომლებიც ერთდროულად 10, 20, 50, 100 და მეტ კილოვატს მოიხმარენ, ერთჯერადი პაკეტი უნდა შეიძინონ. ხოლო ელექტროენერგიის თვითნებურად მოხმარების შემთხვევაში, აბონენტთა წინააღმდეგ 5 000-დან 10 000 ლარამდე საჯარიმო სანქცია გატარდება.

გონიო-კვარიათის მოსახლეობის თქმით, მათი ძირითადი შემოსავალი მხოლოდ საზაფხულო სეზონის განმავლობაში შესული თანხაა, რაც მთელი წლის განმავლობაში უნდა გამოიყენონ. ხელისუფლება კი მათ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს და მცირედ მოგებასაც არ უტოვებს.

საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელებს გასულ წელს ასეთი პრობლემა არ ჰქონიათ.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები