კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია გაუჩინარებული გიორგი კანაშვილის საქართველოდან წასვლის ვერსიას ავითარებს

17 ივნისი, 2011

26 მაისს, თბილისში, საპროტესტო აქციის დარბევისას გაუჩინარებული გიორგი კანაშვილის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გურჯაანში გიორგი კანაშვილის ბებიას და პაპას პოლიციის თანამშრომელი ესტუმრა და შეატყობინა, რომ გაუჩინარებული რამდენიმე დღის წინ გურჯაანში ნახა.

„14 ივნისს გურჯაანის პოლიციის თანამშრომელი მოვიდა. ასე გვითხრა, გიორგი რამდენიმე დღის წინ შემხვდა, ამბობდა - საბუთებს ვაგროვებ, მუშაობა უნდა დავიწყო, თუ ვერ დავიწყე, საქართველოდან უნდა წავიდეო“, - აღნიშნა გიორგი კანაშვილის პაპამ.

გიორგის ბებია და პაპა პოლიციის თანამშრომლის ზუსტ ვინაობას ვერ ასახელებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ თუ მათი შვილიშვილი მართლაც დაკარგულია, პოლიცია მისი საქართველოდან წასვლის ვერსიას შეგნებულად ავითარებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამსახურში გადაამოწმა ინფორმაცია - მიმართა თუ არა ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოქალაქე გიორგი კანაშვილმა მათ რაიმე საკითხზე. სამსახურში აღნიშნეს, რომ მოქალაქე გიორგი კანაშვილს 2011 წლის ივნისში მათთვის არ მიუმართავს.

გურჯაანში მცხოვრები 27 წლის გიორგი კანაშვილი ოჯახის წევრებს, 26 მაისს, საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ აღარ უნახავთ. თვითმხილველი დავით ნიკოლაშვილი ადასტურებს, რომ გიორგი კანაშვილი აქციის დარბევის დროს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები