კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რესპუბლიკელები“ წყლის მრიცხველების დამონტაჟებისთვის მოსახლეობისგან ფულის ამოღებას აპროტესტებენ

17 ივნისი, 2011

„რესპუბლიკური პარტია“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაწყებულ ინდივიდუალური გამრიცხველიანობის პროცესის დროს მოსახლეობისთვის ფულის გადახდის ვალდებულების დაკისრებას აპროტესტებს.

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, კომპანიასა და ქალაქის მერიას შორის პრივატიზაციის შედეგად დადებული ხელშეკრულების თანახმად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვალდებული იყო, ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე დაემონტაჟებინა მრიცხველები და ამასთანავე ამ პროცესის პირველი ეტაპი იმავე ხელშეკრულების შესაბამისად უკვე დასრულებული უნდა იყოს.

„რესპუბლიკელების“ თქმით, ხელშეკრულების 12-ე მუხლში ცალსახად წერია, რომ მრიცხველების დამონტაჟება უნდა მომხდარიყო ისე, რომ აღნიშნულს არ გამოეწვია მომხმარებლის დამატებითი დანახარჯები. ასევე, ხელშეკრულებაში წერია, რომ კოლექტიური მრიცხველებით კორპუსების გამრიცხველიანება, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 4 წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულება ძალაში 2008 წლის 14 მაისიდან შევიდა. შესაბამისად, თბილისის კორპუსების ნახევარი, თინა ხიდაშელის თქმით, ამ ეტაპისთვის მაინც უნდა იყოს გამრიცხველიანებული.

„რესპუბლიკური პარტია“ თბილისის მერიისგან მოითხოვს, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და თბილისის ტერიტორიაზე უზრუნველყოს მრიცხველების უფასო დამონტაჟება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები