კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე ანანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

20 ივნისი, 2011

„სახალხო კრების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ცოტნე ანანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის დარღვევაში წაუყენეს, რაც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულს ითვალისწინებს. ანანიძეს ასევე ბრალად ედება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

„ცოტნეს აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია. 21 მაისს, როცა ბათუმში ტელევიზიასთან სპეცრაზმმა დაარბია, ცოტნე იქ არ იმყოფებიდა, რადგან იგი ამ დროს ჩემთან ერთად იყო. ჩვენ თბილისში დარეკვას ვცდილობდით. შესაბამისად, იგი ვერც პოლიციას გაუწევდა წინააღმდეგობას და ვერც ტელევიზიის პიკეტირებას შეძლებდა. ცოტნე „სახალხო კრების“ ბათუმის ოფისშიც არ ყოფილა, როცა სამართლადამცველებმა ჩვენი 16 აქტივისტი დააკავეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგი დასაკავებელი ადამიანების სიაში ეწერა. როგორც იცით, პოლიცია ბათუმში ხალხს სიით იჭერდა. ანანიძე თბილისში იმყოფებოდა, როცა რამდენიმე დღის წინ მას პროკურატურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით მისი დაკითხვა სურდათ. პროკურატურაში გამოცხადდა და დააკავეს კიდეც“, - განაცხადა „სახალხო კრების“ წარმომადგენელმა მანანა სალუქვაძემ და დასძინა, რომ ანანიძის მომდევნო სასამართლო განხილვა 16 ივლისისთვის ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ანანიძის ინტერესებს ადვოკატები ედიშერ მახარაძე და მედეა ვასაძე იცავენ. მის მიმართ წაყენებული ბრალდება თავისუფლების 2-დან 4 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები