კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს ცნობით, სოფელ ღარში დაკავებულები ცხინვალში იმყოფებიან

20 ივნისი, 2011

პირველადი ინფორმაციით, ონის რაიონის სოფელ ღარის 10 მოსახლე, რომლებიც რუსმა სამხედროებმა დააკავეს, ცხინვალში არიან გადაყვანილი, - იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ვებსაიტზე. სამინისტროს ცნობით, 18 ივნისის საღამოს რუსმა სამხედროებმა დააკავეს ლაშა მარკოიშვილი, დავით ჯელაძე, ვიტალი სამხარაძე, თორნიკე ჯელაძე, ბესო ჯელაძე, დიტო მარკოიშვილი, გიორგი მარკოიშვილი, გიორგი მეტრეველი, ვასო მარკოიშვილი და გია კაკრაშვილი.

„ქართველები და ოსები რელიგიურ დღსასწაულ საჯვარეობას საუკუნეების მანძილზე ერთად აღნიშნავენ, ხოლო სალოცავები, რომელთაც დღესასწაულის დროს მოსახლეობა სტუმრობს, ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ოკუპანტებმა ზემოაღნიშნული პირები დღესასწაულისას წმინდა გიორგის სალოცავების სიახლოვეს დააკავეს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რადიო „თავისუფლება“

ახალი ამბები