თბილისის საქალაქო სასამართლომ „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაის მეუღლის - ბადრი ბიწაძის მიმართ გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისს განიხილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულ ბადრი ბიწაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით: „სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ბრალდებულის, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გირაოს თანხა შესაბამის ანგარიშებზე არ ყოფილა შეტანილი, რის საფუძველზეც დაკმაყოფილდა შუამდგომლობის მოთხოვნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა პატიმრობით“.
ბადრი ბიწაძეს ბრალად ედება პოლიციელებზე თავდასხმის ჯგუფის ორგანიზება, გირაოს თანხა 100 ათასი ლარი იყო.
ბადრი ბიწაძეზე ძებნა გამოცხადდება. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
ინტერპრესნიუსი