კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას „ახალი მემარჯვენეებიც“ აპროტესტებენ

21 ივნისი, 2011

თბილისის მერიის ახალი ინიციატივით, დასუფთავების მოსაკრებელი ელექტროენერგიის გადასახადს მიებმება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა.

„ქრისტიან-დემოკრატები“ მერიის ახალ ინიციატივას აპროტესტებენ და ხელისუფლებას დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ჯაბა სამუშიას განმარტებით, ახალი ინიციატივით, მოხმარებული ერთი კილოვატი  ელექტროენერგიის ღირებულებას დასუფთავების მოსაკრელის 0,05 ლარი დაერიცხება.

ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით, მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებელი, მინიმუმ 50%-ით გაუძვირდება. ასევე, აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, უქმდება დასუფთავების მოსაკრებლის სულადობრივი გადასახადი.

„ხელისუფლება არ ღალატობს თავის წესებს და ზაფხულს მორიგი მძიმე სიურპრიზით იწყებს. 2010 წლის არჩევნების წინ, მთავრობა საზოგადოებას შეღავათებს პირდებოდა, მაგრამ 2010 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ისინი თბილისელებს ცხოვრებას უძვირებენ“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

„ქრისტიან-დემოკრატები“ მოუწოდებენ უმრავლესობას და თბილისის მერიას, უკან გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი. ამასთან, სამუშია ამბობს, რომ ეს ინიციატივა სერიოზულ ეჭვებსაც ბადებს: „ჩვენ გვაინტერესებს, სად იხარჯება 40 მილიონი ლარი, რომელიც ჩადებულია თბილისის ბიუჯეტში დასუფთავების სამსახურისთვის“.

დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას „ახალი მემარჯვენეებიც“ აპროტესტებენ. როგორც ჟურნალისტებს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საკრებულოს ფრაქცია „თბილისის“ თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ პრესკონფერენციაზე განუცხადა, გადასახადის ახალი წესის შემოღება უსამართლოა და თბილისის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარეობას.

მისივე განცხადებით, ამ ცვლილების განხორციელების აუცილებლობას ქალაქის მერია ასაბუთებს იმით, რომ დედაქალაქში მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია, მოსახლეობის ოფიციალური რეგისტრაციის მაჩვენებელი არ შეესაბამება ფაქტიურ მდგომარეობას, რაც ქალაქში არსებული რეალური სურათის დამახინჯებას იწვევს.

ახალი მემარჯვენეები მოითხოვენ ქალაქის მერმა უკან გაითხოვოს გადაწყვეტილებების პროექტი დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფისა და მისი გადახდის ახალი წესის შემოღების შესახებ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები