07:21, Monday, 09.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნაცემ პატიმარს სიმსივნე განუვითარდა

22.06.2011

სოფო გეწაძე

პატიმარი, რომელიც ციხის ზედამხედველებმა სცემეს, დღეს სიკვდილს ებრძვის.  როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი აღნიშნავს, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა - უჭირს გადაადგილება, აწუხებს ტკივილები, ხშირად კარგავს გონებას და აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მსჯავრდებული ბააკა კოპალიანი ყაჩაღობის ბრალდებით 2009 წლის მაისში დააკავეს და გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს. დაპატიმრებიდან მეორე დღეს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც კოპალიანი აცხადებს, იმის შიშით რომ უარესად სცემდნენ, მან დუმილი არჩია. თუმცა, ტკივილები მუდმივად აწუხებდა და ბოლოს დაინვალიდდა კიდეც.

საქმის დასრულების შემდეგ კოპალიანი რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროს პატიმარი გადაადგილებას მხოლოდ ინვალიდის ეტლის საშაულებით ახერხებდა. რუსთავში გადასვლის შემდეგ მისი მოთხოვნის საფუძველზე ექიმმა გასინჯა და სასქესო ორგანოს ანთება დაუდგინა. პატიმრის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი სამკურნალო დაწესებულებაში ე.წ. „რესბალნიცაზე“ გადაიყვანეს. პატიმარი აცხადებს, რომ აქ მას ნაცხის ანალიზის ასაღებად ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს. როგორც შემდეგ  გაირკვა, მსჯავრდებულს თანხმობა სასქესო ორგანოს ამპუტაციაზე ჰქონდა გაცემული, თუმცა ამის შესახებ მას წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონდა.

საბოლოოდ, ბააკა კოპალიანს სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა რამდენად შეესაბამება დიაგნოზი სიმართლეს, იურისტისთვის გაურკვეველია. პატიმარს ოთხი ოპერაცია გაუკეთდა. მას სასქესო ორგანოს გარკვეული ნაწილები მოკვეთეს. ოპერაციების შემდეგ კი დიდი რაოდენობით გამაყუჩებელს იღებდა. ახლა მას მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებიც გაუჩნდა.

როგორც ნინო ანდრიაშვილი აღნიშნავს, პატიმარს ტკივილები  დღემდე აწუხებს, ციხის ექიმი კი თავს არ იწუხებს, რომ მსჯავრდებული საფუძვლიანად გამოიკვლიოს. მისივე თქმით, პატიმარი ცე ჰეპატიტითაა დაავადებული, აზროვნება უჭირს, გონებას კარგავს, ავიწყდება წინა წინადადებაში რას ამბობდა. მისი ჯანმრთელობის გაუარესებას ყურადღებას არავინ აქცევს.

ნინო ანდრიაშვილი აპირებს, მიმართოს მთავარ პროკურატურას და ამ საქმის გამოიძიება მოითხოვოს: „კანონი ნებისმიერი დამნაშავის მიმართ კრძალავს ყოველგვარი ფიზიკური ძალის გამოყენებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და აქ საქმე შეიძლება აღიძრას წამების მუხლით და დაისაჯოს ის ადამიანი, რომელიც პატიმარს ფიზიკურად გაუსწორდა; ასევე - რუსთავის მე-8 დაწესებულების ექიმი, რომელმაც გამოკვლევის გარეშე დაუდგინა დიაგნოზი და პატიმარს დიდი რაოდენობით გამაყუჩებლებს ასმევდა; ასევე - სამკურნალო დაწესებულების ექიმები, რომლებმაც საფუძვლიანად არ გამოიკვლიეს მსჯავრდებული“.

იურისტი მიმართვას ასევე გაუგზავნის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და ციხეების ადმინისტრაციებს.

ანდრიაშვილი ციხის ადმინისტრაციებისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა სამინისტროს პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ მონიტორინგის ვალდებულება აქვთ. სინამდვილეში კი მონიტორინგს არ ახორციელებენ და მსჯავრდებულებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Lorene
2011-07-15 12:34
IMHO you've got the right aswenr!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC