კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯავის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს 10 მოქალაქის სამხრეთ ოსეთიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

22 ივნისი, 2011

ჯავის რაიონის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს 10 დაკავებული მოქალაქის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან“ გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

„ჯავის რაიონის სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული წარმოების საქმე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით და გამოიტანა დადგენილება, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან მათი ადმინისტრაციული გაძევების შესახებ“, - განაცხადეს დე ფაქტო სასამართლოში.

ონის რაიონის 10 მცხოვრებს ოსური მხარე ქართველ სამართალდამცველებს და ევროკავშირის დაკვირვებლებს სავარაუდოდ, დღესვე, სოფელ ერგნეთთან გადასცემს.

ონის რაიონის სოფელ ღარის ათი მცხოვრები ოკუპანტებმა 18-19 ივნისს იმ დროს დააკავეს, როცა ისინი საეკლესიო დღესასწაულს „საჯვარეობას“ აღნიშნავდნენ. დაკავებულებს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ბრალად სდებდა ე.წ. საზღვრის დარღვევას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები