კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტ მარი ოთარაშვილისადმი ახალგორის გამგებლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე „რეზონანსი“ განცხადებას აქვეყნებს

23 ივნისი, 2011

გაზეთი „რეზონანსი“ ახალგორის რაიონის ლეგიტიმური გამგებლის მიერ ჟურნალისტ მარი ოთარაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვეყნებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ახალგორის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი, გამგებელი ზურაბ ფიცხლაური „რეზონანსის“ ჟურნალისტ მარი ოთარაშვილზე ზეწოლას ახლა უკვე არა მარტო სიტყვიერი მუქარით, არამედ შანტაჟით აგრძელებს. მან გადაცემაში „აკრედიტაციის გარეშე“ განაცხადა, თითქოსდა აქვს მაკომპრომატირებელი მასალა ჟურნალისტის „აგენტობის“ შესახებ.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა პირისპირ მოსთხოვა ფიცხელაურს მის მიერ ნახსენები „დამამტკიცებელი ფოტოები და დოკუმენტები“, გამგებელმა უკან დაიხია და თქვა, რომ ეს მასალა ამ დროისთვის არ მოეპოვება და მომავალში მოიძიებს. აღსანიშნავია, რომ საუბარია ქართულ მედიაში პრაქტიკულად ერთადერთ ჟურნალისტზე, რომელიც ოკუპირებულ ახალგორში ჩასვლასა და იქ არსებული სიტუაციის გაშუქებას ახერხებს, რადგან წარმოშობით ახალგორიდან არის და იქ მისი ახლო ნათესავები ცხოვრობენ.

ახალგორის გამგებელი ჟურნალისტზე სიტყვიერ ზეწოლას ადრეც ახდენდა, სიტყვიერად შეურაცხყოფდა და თან „ურჩევდა“: „ახალგორისათვის თავი გაენებებინა“. მიზეზი კი იყო და არის ის, რომ ჟურნალისტი ოკუპირებული რეგიონიდან აშუქებს ობიექტურად არსებულ სიტუაციას, და არა იმას, რაც ახალგორიდან წეროვანში გაქცეულ ლეგიტიმურ მთავრობას სურს, რომლის ძირითადი მიზანიც ახალგორის ქართული მოსახლეობისგან დაცლაა.

სწორედ აღნიშნულ თემაზე მთელი რიგი სტატიების გამო, გამგებელი თავიდანვე იმუქრებოდა, რომ ის ჟურნალისტზე მაკომპრომატირებელი მასალების გამოქვეყნებას აპირებს. გარდა ამისა, ის ჟურნალისტთან საუბრისას ყოველთვის არაკორექტულია.

გამომდინარე იქიდან, რომ „რეზონანსი“ დაინტერესებულია ოკუპირებულ ახალგორეში არსებული რეალობითა თუ პრობლემატიკით, არ აპირებს იქ არსებული მოვლენების გაშუქების შეწყვეტას, რაც მარი ოთარაშვილის საშუალებით არის შესაძლებელი.

ფიცხელაურის განცხადებას „რეზონანსი“ კონკრეტულ ჟურნალისტზე და, ზოგადად, „რეზონანსზე“ ზეწოლის მცდელობად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, რედაქცია განიხილავს სხვადასხვა სამართლებრივი მოქმედების, მათ შორის ახალგორის ლეგიტიმური გამგებლისათვის მარი ოთარაშვილისა და „რეზონანსის“ ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ცდისათვის სასამართლოში ჩივილის შესაძლებლობას“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები