კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ბარამიძემ ხორცის გაძვირება ევროკავშირს გადააბრალა

23 ივნისი, 2011

თბილისში ხორცზე 80%-იანი ფასის ზრდა იმ ზომებმა გამოიწვია, რასაც საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის ექსპერტები ითხოვდნენ. ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა კონფერენციაზე - „თანამშრომლობა ევროპული მომავლისათვის“.

„ეს სერიოზული პრობელმაა მოსახლეობისთვის, ასევე, ხელისუფლებისთვის. არა მგონია, ეს ევროკავშირის ინტერესებში შედიოდეს, თუმცა ეს განვახორციელეთ იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო სტანდარტები; თუმცა ჯობდა, ეს ეტაპობრივად გაკეთებულიყო, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში, რაც ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ვიცე-პრემიერმა მოუწოდა ევროკავშირის ექსპერტებს, უფრო ყურადღებით მოეკიდონ მსგავს საკითხებს.

„ჩვენ არ ვწუწუნებთ, მაგრამ უმჯობესია, მსგავსი ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდეს. ჩვენ დაგვაძალეს და გავაკეთეთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად განხორციელდებოდა“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერამდ, მოწესრიგდეს შესაბამისი კანონმდებლოდა და შესაბამისი სფეროები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები