კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შენობებზე წარწერებისა და ნახატების გაკეთებაში შემჩნეულ მოხელეებს, იარაღის ტარების უფლების შეჩერება ემუქრებათ

23 ივნისი, 2011

გზებსა და შენობებზე ნახატების და წარწერების გაკეთებაში შემჩნეულ საჯარო მოხელეებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, იარაღის ტარების უფლებას დროებით ჩამოართმევენ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოების შენობების ფასადებზე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებაში ხელმეორედ შემჩნეულ მოხელეს, სამი წლით საშტატო-სამსახურებრივი იარაღის ტარების უფლებას ჩამოართმევენ.

სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს. ასევე, მოსამართლეებს; სასამართლოს მანდატურებს; გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს; ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს და იმ მთავარ საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, გიორგი ჩივიაშვილი და ზვიად კუკავა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები