კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმელების თანხით კიდევ ერთი ფესტივალი ფინანსდება

23 ივნისი, 2011

ბათუმის ბიუჯეტიდან მუსიკალური ფესტივალის „გოლდენ ტალანტისთვის“ 160 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს 21 ივნისის სხდომაზე უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღეს.

„გოლდენ ტალანტისთვის“ თანხის გამოყოფის საკითხს მხარი ოპოზიციურმა პარტიებმა არ დაუჭირეს.

ვაჟა ვერულიძე, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა: „მიმაჩნია, რომ მსგავსი ფესტივალის ჩასატარებლად, თანხები გამოყოფილი უნდა იყოს, მაგრამ არა იმ  ქვეყანაში და იმ სოციალური ფონის პირობებში, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენთან არის“.

რესპუბლიკული პარტიის წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი პროტესტს ფესტივალის სახელწოდების გამოც გამოთქვამს. „მე ვიცი ქართულად მეტყველება და ქართულად უნდა იყოს ეს დოკუმენტი წარმოდგენილი. ცოტა ხანში დავივიწყებთ ქართულ ენას. კოშკებს კი აგებენ 60-მილიონიანს და ქართულად მეტყველება და წერა აღარ უნდათ. მსგავსი კონკურსები ჩვენ არაერთხელ გვინახავს ბათუმში ჩატარებული. ეს არის მზესუმზირასავით, რომელსაც მიირთმევ და შემდეგ აღარ გახსოვს“.

160 000 ლარიდან 17 000 ლარი 23 ივნისს შიდა კონკურსის ორგანიზებითვის დაიხარჯება, ანუ გამოვლინდებიან ის მომღერლები, რომლებიც საქართველოს წარადგენენ ამ ფესტივალზე. მთლიანობაში კი ეს თანხა ასეა გადანაწილებული: ტრანსპორტი _ 10 000, სასტუმრო-კვება _ 20 000, სცენა-გახმოვანება-განათება _ 50 000, დეკორაცია _ 30 000, საორგანიზაციო ხარჯები _ 10 000, პრიზები _ 23 000 ლარი. ფესტივალში 24 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ევგენიძეა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები