კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარმა და ეროსი კიწმარიშვილმა პატიმრობიდან გათავისუფლებული თანაპარტიელი მოინახულეს

24 ივნისი, 2011

„ქართული პარტიის“ ლიდერებმა, სოზარ სუბარმა და ეროსი კიწმარიშვილმა რუსთავში პარტიის ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა კაკოიშვილი მოინახულეს, რომელმაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 2 დღის წინ მოიხადა.

პარტიის ლიდერები კაკოიშვილის სახლში მივიდნენ და მისგან პირადად მოისმინეს ინფორმაცია იმ მდგომარეობის შესახებ, რაშიც მათ წინასწარი დაკავების იზოლატორში ამყოფებდნენ.

კაკოიშვილის ცნობით, ერთთვიანი პატიმრობის განმავლობაში ამყოფებდნენ დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში; აყენებდნენ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას, აშიშვლებდნენ, ასხამდნენ ცივ წყალს, აფურთხებდნენ და აგინებდნენ, მხოლოდ იმის გამო, რომ არ არის ხელისუფლების მომხრე და „ქართული პარტიის“ წევრია.

მისივე თქმით, ცემისა და შეურაცხყოფის დროს პატიმრები მიმართავდნენ სიტყვებით: „აბა, მიდი, შეცვალე ხელისუფლება“, - განსაკუთრებული სისასტიკით კი, 26 მაისის შემდეგ ეპყრობოდნენ.

როგორც კაკოიშვილმა აღნიშნა, ეს არ არის სამართალდამცავების მხრიდან მისდამი ანგარიშსწორების პირველი შემთხვევა. მისი განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის დროს, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრი იყო, მასთან სახლში მიიჭრნენ სამართალდამცავები, ჩაუდეს ავტომატის ტყვიები და მის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რის შემდეგ საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს და მას მიუსაჯეს 3-წლიანი პირობითი პატიმრობა, ხოლო 2009 წლის 5 აგვისტოს, შარტავას მოედანზე ათამდე ნიღბოსანმა ის სასტიკად სცემა, უგონო მდგომარეობაში მყოფი კი მოქალაქეებმა გადაარჩინეს.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პატიმრობას, კაკოიშვილი 2011 წლის 21 მაისს რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც კაკოიშვილი აღნიშნავს, დაკავების შემდეგ შეხვდა რუსთავის პოლიციის თანამშრომელს, ვინმე დავით სართანიას, რომელმაც კითხვაზე, თუ რა მოტივით არის დაკავებული, უპასუხა, რომ ასეა საჭირო.

კაკოიშვილს დაკავებისა და წამების ფაქტს მკაცრი შეფასება მისცეს პარტიის ლიდერებმა. სოზარ სუბარის განცხადებით, ეს ისტორია არის ნათელი მაგალითი, როგორ ექცევა ხელისუფლება უდანაშაულო ადამიანებს. როგორ ატერორებს და აშინებს მათ. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ პოლიცია არის არა სამართალდამცავი, არამედ - მხარე, რომლის ერთადერთი მიზანია არა კანონის უზენაესობისა და მოქალაქეების დაცვა, არამედ სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის რეჟიმის შენარჩუნება.

„ეს არის სერიოზული კრიმინალი, რის გამოც ისინი პასუხს აგებენ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები