კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაზა ხატიაშვილი გლდანის ციხის ადმინისტრაციას პატიმრის წამებაში ადანაშაულებს

24 ივნისი, 2011

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულების ხელმძღვანელობას პატიმრის წამებაში ადანაშაულებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადვოკატთა ასოციაციას მიმართა ადვოკატმა ლექსო არქანიამ და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს, მალხაზ არქანიას ციხეში არაადამიანურად ექცევიან. ადვოკატი განმარტავს, რომ გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მას საქმის კურსში არ აყენებს, რითაც სხვა უფლებების დარღვევასთან ერთად, პატიმრის დაცვის უფლებაც ირღვევა.

მათივე ცნობით, ადვოკატმა ადვოკატთა ასოციაციას წარუდგინა მსჯავრდებულის მიერ 2011 წლის 22 ივნისს დაწერილი ახსნა-განმარტებითი ბარათი, შედგენილი სახალხო დამცვლის სახელზე, სადაც იგი აღწერს, როგორი სისასტიკით სცემენ მას პერიოდულად გლდანის #8 საპყრობილეში და როგორ აჭამეს ჩვენება, რომელიც გამოძიებას არ მოეწონა. მათივე განცხადებით, 2011 წლის 23 ივნისს სახალხო დამცველის აპარატიდან დაუკავშირდნენ ადვოკატ ლექსო არქანიას და შეატყობინეს, რომ ისინი შევიდნენ #8 საპყრობილეში მსჯავრდებულთან, რომელმაც განაცხადა, რომ არ სურდა ამ საქმის გაგრძელება და მოითხოვა მის მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებაზე დაწყებული საქმის წარმოების შეწყვეტა.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადოკატი ლექსო არქანია სახალხო დამცველის აპარატთან გასაუბრების შემდეგ, იმავე დღეს, შეხვდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს, რომელმაც განუცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლის წასვლის შემდეგ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ მას შეხვდნენ ციხის უფროსი და გამომძიებელი.

„გამომძიებელმა მას მოუთხრო პატიმრის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებითი ბარათის შინაარსის შესახებ, რომელიც მან დაუწერა სახალხო დამცველის აპარატს. გამომძიებელი დაემუქრა პატიმარს და მოსთხოვა დაეწერა, თითქოს ის ფაქტები, რომელთა შესახებ მალხაზ არქანიამ მოუთხრო სახალხო დამცველის აპარატს, არის ადვოკატის ზეწოლით დაწერილი. გამომძიებელმა თავისი ხელით დაწერა განცხადება და მალხაზ არქანიას ზეწოლით მოაწერინა ხელი“, - განაცხადეს ასოციაციაში.

მათივე შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალურ დევნას. ადოვოკატთა ასოციაცია მოითხოვს მალხაზ არქანიას საქმეზე გამოძიების დაწყებას, ასევე, სახალხო დამცველისაგან მოითხოვს, პატიმარ მალხაზ არქანიას გადაყვანას უსაფრთხო გარემოში. აგრეთვე, მის სასწრაფო სამედიცინო ექსპერტიზას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები