კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეციალისტების განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირების შანსი ჯერ არ არსებობს

27 ივნისი, 2011

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების განცხადებით, საფრანგეთიდან ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირების შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ნინო რუხაძემ განუცხადა, როდესაც პირს კონკრეტული ქვეყანა პოლიტიკურ თავშესაფარს ანიჭებს, მისი ექსტრადირება არ შეიძლება. მისი თქმით, პოლიტიკური თავშესაფარის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ პირს კონკრეტული ქვეყნისგან ემუქრება საფრთხე. შესაბამისად, ამ ქვეყანამ რა დანაშაულშიც არ უნდა წარუდგინოს ბრალი, პოლიტიკური თავშესაფარის მიმნიჭებელი სახელმწიფო ბრალდებულს არ გადასცემს. ექსტრადირება მხოლოდ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება - როდესაც ბრალდებულს საფრთხე აღარ ემუქრება. ასეთ შემთხვევაში, ხდება გადაწყვეტილების გადასინჯვა. თუ გამოიკვეთება, რომ გადაცემის შემთხვევაში პირს სამართლიანად გაასამართლებენ, არ დაირღვევა მისი უფლებები და ვითარება შეცვლილია, ხდება მისი გადაცემა.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ედპ-ს წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ ოქრუაშვილის ექსტრადირება მოითხოვა. მას ვიცესპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც დაეთანხმა.

შსს-ს მასალების მიხედვით, ოქრუაშვილი საქართველოში ცხინვალიდან შემოსვლას რუს სპეცრაზმელებთან ერთად გეგმავდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები