კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია ბათუმის იზოლატორთან

27 ივნისი, 2011

„არ აწამო!“ „არ გაჩუმდე!“ „არ დაფარო!“ „არ შეეგუო!“ „გამოიძიე!“ – ამ ლოზუნგებით აღნიშნეს ბათუმში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ისინი ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან შეიკრიბნენ, რადგან თვლიან, რომ ადამიანთა წამების ფაქტები ამ საპატიმრო დაწესებულებაში ძალიან ხშირია.

„ჩვენ გვინდა, დღევანდელი აქციით მხარი დავუჭიროთ იმ ხალხს, რომლებიც არიან წამებულნი. ჩვენს ქვეყანაში წამების ფაქტები ხშირია საპატიმროებებშიც. ამაზე მეტყველებს მრავალი დაავადებული პიროვნება გამოსული ციხიდან. ასევე საპატიმროებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიც“, - აღნიშნა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელმა, ნანა გორგილაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა, ეს უდრის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რადგან დროებითი მოთავსების იზოლატორები არ არის სათანადოდ აღჭურვილი, რომ ერთი თუ სამი თვის ვადაში ადამიანმა ადმინისტრაციული პატიმრობა მოიხადოს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები