დუშეთის პოლიციის უფროსი და 2 თანამშრომელი დააკავეს
27.06.2011
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დუშეთის პოლიციის უფროსი ვახტანგ დიდიძე და პოლიციის თანამშრომლები ლევან კოხრეიძე და ზურაბ ყორბესაშვილი დააკავა.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია 23 ივნისს, შუადღეს, დუშეთის ცენტრში ჩატარდა. დაკავებას გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებს ბრალად ქრთამის აღება ედებათ. ისინი შს დუშეთის სამმართველოში ვაკანტურ ადგილზე დანიშვნაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქისგან თანხას ითხოვდნენ.
დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დუშეთის პოლიციის უფროსი ვახტანგ დიდიძე და ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ლევან კოხრეიძე გაათავისუფლეს. დუშეთის პოლიციის უფროსმა თანამდებობა უკვე დატოვა. ზურაბ ყორბესაშვილს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შსს-ს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას