კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო კალანდაძემ შვეიცარიის ელჩს რუსეთისთვის გადასაცემად ნოტა გადასცა

28 ივნისი, 2011

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გუნტერ ბეხლერს რუსეთის მხარისთვის გადასაცემად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადასცა.

ნოტაში საუბარია საქართველოს მზადყოფნაზე, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაეროს კონვენციის რუსეთის ფედერაციის მიერ დარღვევასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოტაში აქცენტი არის გაკეთებული რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ შემდეგ დარღვევებზე: ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან დევნილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლების აღკვეთა; 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე დისკრიმინაცია, რომელიც მოიცავდა ეთნიკურად მოტივირებულ ძალადობასა და საკუთრების განადგურებას; განათლების, კულტურული და ენობრივი უფლებების შელახვას; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო პასპორტიზაციას.

2008 წლის აგვისტოსა და მის შემდეგ ცხინვალის რეგიონის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების ეთნიკური წმენდა; 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონის და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან დევნილი ეთნიკური ქართველების დაბრუნების უფლების აღკვეთით; რუსეთის მიერ ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, რომელიც მოიცავს ეთნიკურად მოტივირებულ ძალადობასა და ქონების განადგურებას; განათლების, კულტურული და ენობრივი უფლებების შეზღუდვას; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო პასპორტიზაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას, შემდეგ, რაც 2011 წლის პირველ აპრილს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც დაადასტურა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დავის არსებობა, თუმცა მიუთითა მოდავე მხარეებს მოლაპარაკების გამართვის აუცილებლობაზე.

„აღსანიშნავია, რომ საქართველო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და მას შემდეგ, მრავალჯერ შეეცადა რუსეთთან არსებული დავების მოგვარებას, თუმცა საქართველოს ამ ინიციატივას რუსეთის მხრიდან ადეკვატური გამოხმაურება არ მოჰყოლია“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები