კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

28 ივნისი, 2011

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„2011 წლის 28 ივნისს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. მას ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის I ნაწილით. კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლის რამდენიმე წევრიც, შსს-ს ცნობით, დაკავშირებულია „ქართულ პარტიასთან“.

შსს-მ გაავრცელა ოპერატიული და ვიდეომასალა იმ გეგმების შესახებ, რომელიც დაკავებული ჯგუფის წევრებს მაისის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ. დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაიშიფრა სქემა, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ირაკლი ოქრუაშვილის შემოსვლა ცხინვალიდან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები