კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს შსს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კოლეგებთან თანამშრომლობს

28 ივნისი, 2011

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ქართველი სამართალდამცველების თხოვნით, ქართველ ძებნილს ეძებენ. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

კერძოდ, ქართული მხარის თხოვნით, ოსი ძალოვანები ვალერიან დანდურიშვილს ეძებენ. იგი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება და თავი ოკუპირებულ ტერიტორიას – ახალგორის რაიონს შეაფარა.

ცხინვალის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ოსურ მხარეს საქართველოს შსს-მ 22 ივნისს თხოვნით მიმართა, დაეკავებინა საქართველოს სამი მოქალაქე – ვალერიან დანდურიშვილი, ანზორ პარკაძე და ალექსანდრე ნინოშვილი.

ორი მათგანი – პარკაძე და ნინოშვილი ოსმა მილიციელებმა 22 ივნისსვე, ახალგორის რაიონში დააკავეს. დაკავებულები ოსუმა მხარემ ქართველ სამართალდამცველებს ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან 23 ივნისს გადასცა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები