ადამიანის უფლებათა ცენტრი ვერა ქობალიას უკანონო ბრძანებას აპროტესტებს
28.06.2011
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას ბრძანებას, რომლის თანახმად,
შპს „საქართველოს რკინიგზას“ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.
შპს „საქართველოს რკინიგზას“ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.
ინტერპრესნიუსის ცნობით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1035 ბრძანება ითვალისწინებს.
მინისტრის ბრძანებით, შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიენიჭა თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული, შპს „საქართველოს რკინიგზის“ 20.06.11 წლის №25902/12 წერილის დანართი №1-ით განსაზღვრული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე ბრძანებით, შპს „საქართველოს რკინიგზამ“ მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება უკვე უნდა უზრუნველყოს.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და ქვეყნის უმთავრესი კანონით - კონსტიტუციით არის გარანტირებული. ქონების ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება „საქართველოს რკინიგზისათვის“ არა მხოლოდ არაკვალიფიციური გადაწყვეტილებაა, რაც ვერა ქობალიასგან გასაკვირი არ არის, არამედ - უკანონოც. ამიტომ ეს ნორმატიული აქტი სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს.
humanrights.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას