02:58, Thursday, 21.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უფლებადამცველებმა წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

28.06.2011

მარიამ იმერლიშვილი, ეკა ლომიძე

26  ივნისს საქართველოს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ტრადიციულად წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 9 აპრილის ბაღში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომლის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი „საფარი“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრი.
  
საათნახევრიანი აქცია შეცვალა პერფორმანსმა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ. აქ ნაჩვენები იყო ადამიანთა წამების იმიტირებული სცენები. ამ გზით აქციის მონაწილეები იხსენებდნენ შსს-ს სპეცრაზმის მიერ 26 მაისს ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.

„ამ აქციით გვინდა, შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ წამების მსხვერპლად. მათ სჭირდებათ ყურადღება და დახმარება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა, - „ერთი თვის წინ, 26 მაისს  ათეულობით ადამიანი გახდა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის  ობიექტი. ჩვენ გვინდა, მათ პრობლემაზე საზოგადოებამ იცოდეს უფრო მეტი“.

წამება განეკუთვნება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ ყველაზე უხეშ დარღვევას, რომელიც იკრძალება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-4 მუხ.), წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აღმოფხვრისა და დასჯის შესახებ კონვენციებით და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით.

ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელმა, შორენა ლათათიამ კიდევ ერთხელ განმარტა ამ დღის მნიშვნელობა: „დღევანდელი აქცია-პერფორმანსით გვინდოდა შეგვეხსენებინა სახელმწიფოსათვის, რომ არ დაუშვას წამება და არაადამიანური მოპყრობა, გამოიძიოს ყველა ფაქტი და დასაჯოს დამნაშავეები. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ ასეთი ფაქტები არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის წამება ჩვენთანაც და ყველა სხვა ქვეყანაში აკრძალულია“.

ფსიქოლოგმა  ნატო ზაზაშვილმა , რომელიც წარმოადგენს კავშირს „საფარი“, განაცხადა: „26 ივნისი  არის იმ ადამიანების მხარდაჭერის საერთაშორისო დღე, რომელთაც ამა თუ იმ  სიტუაციაში წამება განიცადეს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვენელოვანია ეს დღე. მართალია, აქციაზე ცოტანი ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვახსოვს ეს პრობლემები და ადამიანები“ .

მშვიდობიან თეატრალიზებულ აქციას მეთვალყურეობას უწევდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის პროექტის დამკვირვებლები და სამი უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა.


[1] 2
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Sticky
2011-07-15 16:34
Kewl you slhoud come up with that. Excellent!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC