კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შემოსავლების სამსახური „მედიაპალიტრის“ ექვს ორგანიზაციაში გასვლით საგადასახადო შემოწმებას იწყებს

29 ივნისი, 2011

შემოსავლების სამსახური „მედიაპალიტრის“ ექვს ორგანიზაციაში, ეტაპობრივად, გასვლით საგადასახადო შემოწმებას იწყებს.

გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შემოსავლების სამსახურმა „მედიაპალიტრის“ ექვს ორგანიზაციაში სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულა. ამჟამად, შემოსავლების სამსახური „მედიაპალიტრის“ ამ ორგანიზაციებში, ეტაპობრივად, გასვლით საგადასახადო შემოწმებას იწყებს. ეს კომპანიებია: შპს „ჯეპ“, შპს გამომცემლობა „კოლორი“, შპს „პოლიგრაფიული მასალები“, შპს „ელვა სერვისი“, შპს „გამომცემლობა პალიტრა L“ და შპს „ბიბლუსი“.

პროცედურის მიხედვით, ამა წლის 7 ივნისს ყველა ამ კომპანიას ჩაბარდა შეტყობინება შემოწმების შესახებ. შესაბამისად, გასვლითი საგადასახადო აუდიტი კანონით დადგენილ ვადებში იწყება.

გასვლითი საგადასახადო აუდიტი კომპანიებში კანონის ნორმების სრული დაცვით ჩატარდება და არც ერთ ორგანიზაციაში არ შეფერხდება სამუშაო რეჟიმი. ასევე, შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ გასვლითი საგადასახადო შემოწმებით ხელი არ შეეშლება „მედიაპალიტრის“ მასობრივი ინფორმაციების საშუალებების მუშაობას და ინფორმაციის გავრცელებას.

შემოსავლების სამსახური შემოწმების პროცესის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას მოახდენს“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები