კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხუან ეჩანოვე: „ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!“

29 ივნისი, 2011

საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წევრმა, სოფლის მეურნეობის, რეგიონული მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხების კურატორმა ხუან ეჩანოვემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა სახელწოდებით „ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!“

„ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების, ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხორცზე ფასის ზრდა ევროკავშირის მოთხოვნით, საქონლის მხოლოდ სასაკლაოებზე დაკვლის რეგულაციის შემოღებამ გამოიწვია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიცე-პრემიერ ბარამიძის განცახდება, რომ ევროკომისიის ექსპერტების მოთხოვნა იყო, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ეს პროცესი საქართველოში დაწყებულიყო. ამ განცხადებების საპასუხოდ ცალსახად უნდა განვაცხადო, რომ ქართული მხარის ბრალდებები უსაფუძვლოა. ევროკომისია ექსპერტების შეფასებებს საქართველოში ხორცის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ეთანხმება და თვლის, რომ ეს მიზეზებია ქვეყანაში არსებული ინფლაცია, მცირე ფერმერების მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნაკლებობა, სასაკლაოების შეზღუდული რაოდენობა, სადაც შეიძლება, ცხოველების სახორცედ დაკვლა და დამუშავება, მათი სიშორე იმ ადგილებიდან, სადაც ჰყავთ დასაკლავი საქონელი, საქართველოში სასაკლაოების ბაზრის მონოპოლისტური ხასიათი“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ამასთან, ეჩანოვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ევროკომისიას არასოდეს უთხოვია ქართული მხარისთვის, დაუყოვნებლივ შემოეღო რეგულაცია, რომელიც ბაზარზე მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული ხორცის შეღწევას უზრუნველყოფდა და მით უფრო არ ყოფილა მოთხოვნა, ეს რეგულაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაწყებისთვის აუცილებელი წინაპირობა ყოფილიყო“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები