კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილების სოციალური მდგომარეობა არ იცვლება

30 ივნისი, 2011

სოფო გეწაძე

დევნილთა სოციალური მდგომარეობა არ იცვლება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან, გასული საუკუნის 90-იან წლებში დევნილმა მოსახლეობამ აღნიშნა. მათი თქმით, პრობლემა ბევრია. მთავარი კი ისაა, რომ დევნილობიდან ათწლეულების გასვლის მიუხედავად, ბევრ მათგანს თავშესაფარი დღემდე არ აქვს.

დევნილები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ჯერ კიდევ სასტუმრო „აფხაზეთში“ ცხოვრობენ. თუმცა მათ ეს ფართები დაკანონებული არა აქვთ. ელექტროენერგიის გადასახადს ფართისა და სულადობის სხვაობის მიუხედავად, თანაბრად იხდიან.

ცხინვალიდან დევნილი: „პირობები ჩვენთვის არ შეცვლილა. გვაინტერესებს, საბოლოოდ, სად დაგვასაქმებენ. ან დასაქმება მოგვცენ ან დასახლება მოგვცენ. 21-ე წელი გავიდა უკვე რაც დევნილები ვართ და ჩვენი დასახლების ადგილი არ ვიცით. არ ვიცით, ეს სახლი ჩვენ გვეკუთვნის თუ სხვას ეკუთვნის. წყლის პრობლემა მართალია, მოგვარებულია, მაგრამ მილსადენებია დაზიანებული. გამოიყვანეს წყალსადენი, მილები შეცვალეს, შემოიყვანეს ოთახებში და დალუქეს.“

ცხინვალიდან დევნილი: „გამრიცხველიანებაზე რომ ვისაუბროთ, ყოველთვე ვიხდით 17 ლარს ოთახზე. მე სამი ოთახი მაქვს და 51 ლარს ვიხდი ყოველთვე. არ ვიცი, ეს თანხა თუ იხარჯება ან ვინ ხარჯავს. ეგ ერთი დიდი გაუგებრობაა. ამავე დროს, გამრიცხველიანებას არ აკეთებენ,  რადგან არ უნდა დაგვიკანონონ ეს შენობა. ჩვენი ხნის ხალხი - 50 წელს გადაცილებულები სამსახურებიდან დაგვითხოვეს. აღარც პენსია გვეკუთვნის და ვართ ასე. 20 წლის განმავლობაში არასოდეს არაფერი შემოუთავაზებიათ“.

აფხაზეთიდან დევნილი: „ამდენი ხანი ნაქირავებ ბინაში ვიყავი. 7 თვეა, ბინის ქირა არ გადამიხდია. ერთი თვე მომცა ვადა პატრონმა, კიდევ რომ გავჩერდე და მერე გამაგდებს. 19 თვეა, რიგში ვდგავარ. ნუთუ, არ შეიძლებოდა დროებითი ფართი მომცენ - ორი საწოლი და ერთი მაგიდა რომ დაეტევა, ისეთი?!“

დევნილები დახმარების კუთხით სახელმწიფოს მათ დაყოფაში ადანაშაულებენ. ცხინვალიდან დევნილები ამ ფაქტს აფხაზეთის მთავრობის მუშაობას უკავშირებენ. მათი თქმით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს დღესასწაულებზე საჩუქრებს უკეთებენ და მიჰყავთ დასასვენებლადაც, ცხინვალიდან დევნილები კი უყურადღებოდ არიან.

დევნილთა თემებზე არაერთი ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისაა ადამიანის უფლებათა ცენტრი. დევნილების მთავარ პრობლემად დღემდე უმუშევრობა და არაადეკვატური საცხოვრებელი პირობები რჩება. როგორც იურისტი შორენა ლათათია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს არაერთი საცხოვრებელი გარემონტდა, დღემდე რჩება ისეთი ჩასახლება, სადაც სანიტარული მდგომარეობა აბსოლუტურად მოუგვარებელია: „დევნილები ცხოვრობენ არაადეკვატურ საცხოვრებელ პირობებში და აქვთ ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა. განსაკუთრებით ეს იგრძნობა სამეგრელოს რაიონში. მნიშნელოვანი პრობლემაა ინფორმაციის ნაკლებობა. დევნილებს არა აქვთ ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ,  რომელსაც სამინისტრო მათ მიმართ ახორციელებს, ისინი არ არიან ჩართულები სტრატეგიის შემუშავებაში“.

კითხვით, თუ რა პრობლემები აქვთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს და რა ღონისძიებები გატარდა ამ პრობლემების გადასაჭრელად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მივმართეთ. პრესსამსახურმა გვირჩია, უკეთ გავრკვეულიყავით თემაში და კითხვები დაგვეკონკრეტებინა. კითხვები დავაკონკრეტეთ, პასუხი კი მაინც ვერ მივიღეთ.

ახალი ამბები