კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტში პულტებით მანიპულირებაზე მასალას აქვეყნებს

30 ივნისი, 2011

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წევრებს კენჭისყრის პულტებით მანიპულირებაში ამხელს. ამ თემაზე სტატია - „გაცდენილი სხდომები და კენჭისყრის პულტებით მანიპულირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სტატიაში განმარტებულია, რომ პარლამენტის წევრებს ეკრძალებათ ხმის მიცემა კოლეგების საიდენტიფიკაციო ბარათების გამოყენებით და ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა ეკისრება საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელს; ჯარიმა ითვალისწინებს ბარათის მფლობელისთვის ხელფასის ერთი თვით დაკავებას, მეორე დარღვევის შემთხვევაში - სამი თვით, ხოლო ყოველი მომდევნო დარღვევისათვის ხელფასის ექვსი თვით დაკავებას.

„მიუხედავად ამისა, დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ხშირად კენჭისყრის პულტებით მანიპულირებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამშრომლებმა რამდენიმე პლენარულ სხდომაზე დასწრებისას აღმოაჩინეს შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პარლამენტის წევრები თავიანთი არდამსწრე კოლეგების მაგივრადაც აძლევდნენ ხმას. ზოგიერთი პარლამენტის წევრი კი შემჩნეული იყო ორ ან სამ არდამსწრე წევრის ხმის მისაცემი მოწყობილობის გამოყენებაში“, - აღნიშნულია სტატიაში.

აქვე გამოქვეყნებულია ტელეკომპანია „მაესტროს“ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს პარლამენტში კენჭისყრის პულტებით მანიპულირების პრაქტიკა.

„გარდა იმისა, რომ კენჭისყრის პულტებით მანიპულირება წარმოადგენს საპარლამენტო პროცედურების დარღვევას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიაჩნია, რომ ეს აგრეთვე ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად პრინციპს, რომლის მიხედვითაც კანონმდებელმა, როგორც ამომრჩევლის წარმომადგენელმა, მხოლოდ საკუთარ ხმაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია სტატიაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, მოიქცნენ კეთილსინდისიერად და პატივი სცენ როგორც კონსტიტუციას, ისე - თავიანთ ამომრჩეველს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები