კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვემო მლეთაში სამი წლის ბავშვი დაიღუპა

30 ივნისი, 2011

მოსახლეობა ისევ რისკის ზონაში რჩება

კვირას, 26 ივნისს, სოფელ ქვემო მლეთაში (დუშეთის რაიონი)  ტრაგიკულად დაიღუპა სამი წლის ხატია ნაზღაიძე.  გოგონა მდინარეში ჩავარდა და ადგილობრივებმა იგი მხოლოდ ღამითღა იპოვეს. ხატია ნაზღაიძის ოჯახი სასწრაფოდ გასასახლებელთა სიაში იყო.

2010 წელს ქვემო მლეთში მეწყერმა მდინარის კალაპოტი გადაკეტა და მოსახლეობას წყალი  სახლებში შეუვარდა. მას შემდეგ 18 კომლი ფაქტობრივად  მდინარის კალაპოტში ცხოვრობს.  ადგილობრივებმა არაერთხელ მიმართეს როგორც რაიონულ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, რათა მათთვის  საცხოვრებლად სხვა ადგილები გამოეყოთ. დაპირებების მიუხედავად,  ისინი დღემდე  სიცოცხლის რისკის ქვეშ რჩებიან. მოსახლეობის ნაწილმა  მოახერხა, ბავშვები დროულად გაეხიზნა, თუმცა ვისაც ამის შესაძლებლობა არ გააჩნდა, ოჯახებთან ერთად ადგილზე დარჩნენ.

მლეთაში მცხოვრებლები შიშობენ, რომ გახშირებული წვიმების ფონზე მეწყერი ისევ გამეორდება. მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია ხელისუფლებას მიმართავს , დროულად მიიღოს ზომები რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას, ადეკვატურ პირობებში განსასახლებად.

თეა თოფურია

ახალი ამბები