კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ

30 ივნისი, 2011

როგორც არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ზოგჯერ ისმის ისეთი განცხადებები, რომლებიც მოქალაქეებში ევროკავშირთან ინტეგრაციიის პროცესის დისკრედიტაციას იწვევს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, თითქოს საქართველოში ხორცზე ფასების მკვეთრი ზრდა ევროინტეგრაციის პროცესის შედეგია.

განცხადების მიხედვით, ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავრობა ცდილობს ევროკავშირთან ოფიციალური მოლაპარაკების დაწყებას „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ დასადებად. მათივე ცნობით, ეს მექანიზმი ითვალისწინებს არა მხოლოდ სავაჭრო ბარიერების მოხსნას, არამედ ეკონომიკური საქმიანობის სტანდარტების დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან, რაც ქართულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე შეღწევას გაუადვილებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ევროპული სტანდარტების დანერგვის შედეგად, უკეთ იქნება დაცული საქართველოს რიგითი მოქალაქეების უფლებები და გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა. ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობისათვის ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას მრავალმილიონიან დახმარებას უწევს.

„ამავე დროს, ევროკავშირი თავს იკავებს საქართველოსთან ამ ხელშეკრულების დადებისაგან მანამ, სანამ საქართველო მთელ რიგ სფეროებში არ დაუახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. ერთ-ერთი ასეთი სფერო სურსათის უვნებლობაა. სწორედ ევროპული სტანდარტების დანერგვასთან არის დაკავშირებული თანამედროვე ტიპის სასაკლაოების გახსნა, რომლებშიც სანიტარული ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული, რაც უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე გამოტანილი ხორცის პროდუქტების უვნებლობას. ამავე დროს, ევროკავშირის სტანდარტები ასევე გულისხმობს კონკურენციიისათვის თავისუფალი პირობების შექმნასა და იმის უზრუნველყოფას, რომ დიდმა კომპანიებმა თავისი მონოპოლიური მდგომარეობით ბოროტად არ ისარგებლონ რიგითი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე. სამწუხაროდ, საქართველოში ხორცის პროდუქტებზე ფასების ამასწინანდელი მკვეთრი ზრდა სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ქართულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემო ჯერ კიდევ არ არის შექმნილი და საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ასოციაცია „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისათვის“, კავშირი „21-ე საუკუნე“, ეკოლოგიურად სუფთა და გენმოდიფიცირებული კვების წარმოებაზე მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის ეროვნული ცენტრი, ლიბერალური აკადემია – თბილისი, სასურსათო პროდუქტების ექსპერტთა ასოციაცია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ფონდი „ღია საზოგადოება -- საქართველო“, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, ევროპული ინტეგრაციის ფორუმი, ასევე გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში და ასოციაცია „საქრძის“ აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ კონიაშვილი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები