კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო ფორმირების შექმნისა და დაფინანსებისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა

4 ივლისი, 2011

უკანონო ფორმირების შექმნისა და დაფინანსებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებული ნორმები უკვე დამტკიცებულია.

პარლამენტის მიერ „სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების მიხედვით, უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან 12 წლამდე. ასევე, უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

ასევე, უკანონო ფორმირების დაფინანსება – ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება ამ ფორმირების გამოყენების მზინით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

კანონში დეტალურად გაიწერა, თუ რას გულისხმობს უკანონო ფორმირება - ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი. კერძოდ, ასეთი გაერთიანება გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას, რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლსადენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებებით, ცივი იარაღით ან ნებისმიერი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად.

ის, ვინც ნებაყოფლობით შეწყვეტს უკანონო ფორმირებაში მონაწილეობას და ჩააბარებს ჩამოთვლილ საგნებს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები 21-26 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ მომზადდა. თუმცა, კანონმდებლები აცხადებენ, რომ გამკაცრებული ნორმები უკვე შემდგარ დანაშაულზე არ გავრცელდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები