კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი სოციალური მომსახურების სააგენტოსგან განმარტებას ითხოვს

4 ივლისი, 2011

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წელს კახეთში 1904-მა ოჯახმა სოციალური დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა. 2011 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში საარსებო შემწეობის მიღებაზე უარი 628 ოჯახმა თქვა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრი ამ ოჯახების სიას ასაიდუმლოებს.

„სააგენტო უზრუნველყოფს მხოლოდ მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას. თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, იმ ოჯახების სიის მოწოდების თაობაზე, რომლებმაც მოიპოვეს საარსებო შემწეობის მიღების უფლება, მაგრამ უარი განაცხადეს მასზე, არ არის საჯარო. იგი წარმოადგენს კერძო პირთა საიდუმლოებას და საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს კერძო პირებისგან ამ ინფორმაციის დაცულობა“, - აცხადებს სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ლევან ახალაური. მისივე თქმით, საარსებო შემწეობის დანიშვნის შემდეგ მის მიღებაზე უარს ძირითადად დევნილები და საოჯახო დახმარების მიმღები პირები ამბობენ.

დაზუსტებული ინფორმაციით, კახეთში ამ დროისთვის 425 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. საოჯახო დახმარებას კი 1-ლი ივნისის მდგომარეობით, 1420 ბენეფიციარი (ადამიანი) იღებს - სააგენტოს ოჯახების მიხედვით მონაცემები არ აქვს. 1420-ვე ბენეფიციარი ცალკე ოჯახი რომ იყოს, დევნილებთან ერთად სულ 1845 ოჯახს შეადგენს. არადა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მარტო 2010 წლის 1-ლი იანვრიდან 2011 წლის აპრილის ჩათვლით, 2532 ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 57 000-ს და არ გადარიცხვიათ საარსებო შემწეობა იმ მიზეზით, რომ უარი თქვეს დახმარების მიღებაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ითხოვს ოფიციალურ განმარტებას, რა მიზეზით და რა ფორმით თქვა ასობით ოჯახმა უარი სოციალური დახმარების მიღებაზე და ვინ არიან ეს ოჯახები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები