კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაიბრალე დანაშაული და მიიღე… გირაო

6 ივლისი, 2011

აჭარის ტელევიზიის ბლოკირებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული 8 ადამიანიდან ერთ-ერთს - ტარიელ ფუტკარაძეს აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა. თუ რა გახდა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი, აღნიშნულის თაობაზე კომენტარს არც სახელმწიფო ბრალდება აკეთებს და არც ფუტკარაძის ადვოკატი, გია შაინიძე.

შაინიძე ყოფილი გამომძიებელია. იგი საქმეში, როგორც ფუტკარაძის დამცველი, თავიდან ჩართული არ ყოფილა. ამავე დროს, ტარიელ ფუტკარაძე ერთადერთია დაკავებულთა შორის, რომელიც დანაშაულს აღიარებს. სხვა დაკავებულთა ადვოკატების მოსაზრებით, სახელმწიფო ბრალდება მას საპროცესო შეთანხმებასაც გაუფორმებს.

ირაკლი შავაძე, ადვოკატი: „1 ივლისს, პროცესის მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე დაახლოებით ერთი საათი ველოდებოდით ტარიელ ფუტკარაძის მოსვლას. ფაქტობრივად, მისი მხრიდან პროცესზე დაგვიანება ნიშნავდა აღმკვეთი ღონისძიების - გირაოს შეცვლას პატიმრობით. ვიდეოკადრების თანახმად, ფუტკარაძეს აჭარის ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციის დროს არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია და არც ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც ჩანს, დაიბრალა დანაშაული და დააბრალა სხვებსაც. ახლა ჯერი პროკურატურაზეა - თუ უნდა, შეუცვლის აღმკვეთ ღონისძიებას, თუ უნდა, არ შეუცლის. სასამართლო რეალურად ვერ წყვეტს ასეთ საკითხს“.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა II ჯგუფის ინვალიდის, ვახტანგ სიორიძის თხოვნა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა. მოსამზადებელ სასამართლო პროცესზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1 ივლისს გაიმართა, სიორიძემ 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან ყოფნა მოინანია და მოსამართლეს შეწყალება სთხოვა. სიორიძეს მძიმედ ავადმყოფი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ადვოკატების თქმით, დაკავებისას დაირღვა ბრალდებულთა უფლებები - გაყალბებულია დაკავების ოქმი, რადგან, ოქმში მითითებული დრო და ადგილი არ ემთხვევა დაკავების რეალურ დროს და ადგილს. ამ უზუსტობების გამო, ადვოკატების ნაწილმა პროკურორების და მოსამართლის შეცვლა ითხოვეს, თუმცა არც ერთი და არც მეორე მოთხოვნა სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ბეჟანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

21 მაისს, აჭარის ტელევიზიის ბლოკირებასა და პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული არიან ვახტანგ სიორიძე, ტარიელ ფუტკარაძე, დავით ფარტენაძე, დიმიტრი ჭეიშვილი, ხვიჩა გამარჯობაძე, გოჩა მუხაშავრია, ანზორ სოლომონაძე და ცოტნე ანანიძე. ჭეიშვილი და სოლომონიძე დუმილის უფლებით სარგებლობენ, გოჩა მუხაშავრია დანაშაულს არ აღირებს. დაკავებულებს შეკრებითობის პრინციპით 6-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმეში მთავარი მოწმეები აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ჟურნალისტები და ოპერატორები არიან.

მორიგი სასამართლო პროცესი 13 ივლისს არის დაგეგმილი.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები