კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ფოტოკორესპონდენტები

7 ივლისი, 2011

წუხელ, 03:00 საათზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ერთდროულად დააპატიმრეს ცნობილი ფოტოკორესპონდენტები: ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, „ასოშეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე.

დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახები ამ დრომდე არ ფლობენ ინფორმაციას. დაკავებულებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და ახლობლებთან დარეკვის საშუალება არ მისცეს.

საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ დაკავებულ ფოტოკორესპონდენტებს ბრალად ჯაშუშობა ედებათ. შსს ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას და არ განმარტავს, რას უკავშირდება მისი ასეთი გადაწყვეტილება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ფოტოკორესპონდენტების დაპატიმრების ფაქტს  სიტყვის თავისუფლების უხეშ შელახვად აფასებს და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ასევე - შინაგან საქმეთა მინისტრს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ფოტოკორესპონდენტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოახდინონ დროული რეაგირება და მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას დაკავებული ფოტოკორესპონდენტების გათავისუფლება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, წინ აღუდგეს ადმიანების ტერორს, რამაც უკანასკნელ ხანს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საშიში ფორმები მიიღო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
07.07.11.

ახალი ამბები