კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ალასანია: „სააკაშვილი ყველაში, ვინც მის აზრს არ იზიარებს, უცხო ქვეყნის ჯაშუშს ეძებს“

8 ივლისი, 2011

„საქმე გვაქვს ავტოკრატიულ რეჟიმთან და სააკაშვილთან, რომელიც თითქმის ყველაში, ვინც მის აზრს არ იზიარებს, ეძებს უცხო ქვეყნის ჯაშუშს“, - აღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „მაესტროს“ ეთერში, ფოტოგრაფების დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ალასანიას თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მძიმე ბრალდებით ჟურნალისტები არიან დაკავებულები.

„ჩვენ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს, კონკრეტულად, რა ბრალდებებით მოხდა და რა მტკიცებულებებით ამ ადამიანების დაკავება. ფაქტი, რომ ჟურნალისტები ასეთი ბრალდებით არიან დაკავებულები, ძალიან საგანგაშოა. მითუმეტეს, საქართველოში, სადაც კარგად ვიცით, რომ შეზღუდულია პრესის თავისუფლება. რეალურად ეს არის შემაშფოთებელი ტენდენცია. თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან დიდი უსამართლობის განცდა გვაქვს. რამდენი ადამიანია დაკავებული, მათ შორის უდანაშაულო, რომელთა უფლებებს ვერც ადვოკატი ვერ იცავს, რადგან სასამართლო არ არის ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, საგამოძიებო სამსახურმა და კონტრდაზვერვის სამსახურმა საზოგადოებას საჯაროდ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

„მე მესმის, რომ რაღაც დეტალები შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული, მაგრამ თავად მტკიცებულებები არ შეიძლება იყოს საიდუმლო. როდესაც ასეთი გახმაურებული საქმეა, როდესაც არიან ჩართული ჟურნალისტები, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი, საზოგადოებისათვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ და ეს არ უნდა გადაედოთ თუნდაც ხვალისთვის, თუ არ ვიცი როდის აპირებენ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. თქმა იმისა, რომ სერიოზული ბრალდებები იქნება, ეს არ არის საკმარისი, რა ახსნაც არ უნდა მისცეს ასეთ საგანგაშო შემთხვევას შსს-მ“, - აცხადებს ალასანია.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეს ყურადღებით უნდა დააკვირდეს ყველა მოქალაქე, საზოგადოება და ჟურნალისტების პროფესიული კავშირები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები